Thursday, September 19, 2013

1.პროექტის სახელი: ეკოლოგიური საფრთხე ჩემს სოფელში
2.პროექტის აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან სოფლის ტერიტორიებს.შემოივლიან მდინარის ნაპირებს, გაჩეხილ ქარსაცავ ზოლს,სოფლის ნაგავსაყრელს და მოსახლეობის თავშეყრის ადგილებს.გადაიღებენ ფოტოებს, შექმნიან ფოტოალბომს, განატავსებენ ინტერნეტში. შეხვდებიან სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს, მოახდენენ მათ გამოკითხვას. ინტერნეტიდან მოიპოვებენ ინფორმაციას ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ.მოხდება ფილმების ჩვენება პროექტის ფარგლებში. მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. მოამზადებენ კედლის გაზეთს. მოახდენენ პრეზენტაციას სკოლაში.
3. პროექტში მონაწილეთა ასაკი: მე-9 - მე-12 კლასის მოსწავლეები.
4. ვადები: 2013 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით  ( 3 თვე )
5. აქტივობები: კვლევას-ძიება, საუბრის ჩატარება,ფოტო ალბომის შექმნა, კედლის გაზეთის მომზადება, ფილმების ჩვენება, პრეზენტაცია, მასალის განთავსება ბლოგში.
6. შედეგები: შეიქმნება ბლოგი ინტერნეტში, სადაც განთავსდება მთელი მასალები პროექტის ირგვლივ.  მოსახლეობა გახდება მეტად ინფორმირებული ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ.
7. ენა: რუსული
8. კავშირი სხვა საგნებთან: გეოგრაფია- შეისწავლიან სოფლის გეოგრაფიულ მდებარეობას, ტყის და მდინარის მნიშვნელობას ადამიანის ცხოვრებაში. ბიოლოგია- შეისწავლიან სოფლის ფლორას და ფაუნას. საინფორმაციო ტექნოლოგიები- ინტერნეტში მასალების მოძიება, ფოტოების და პროექტის განთავსება.
9. პროექტის ფასილიტატორი: რუსული ენის მასწავლებელი ხათუნა ქარელიშვილი.

10. ფასილიტატორის ელ. ფოსტა: xatunaqarelishvili@gmail.com